воскресенье, 26 октября 2014 г.

მეცხრე დღე


პროექტის პორტფოლიო


ჩვენი ტრენინგი დასრულდა.... საინტერესო, ბევრის მომცველი და და საკმაოდ შრომატევადი.... დღევანდელი დღით დავიწყებ... ვიყავით "შავი და თეთრი" ოპონენტები...ანუ განვიხილეთ მერვე მოდული, წარმოდგენილი პრეზენტაციები..
"intel"-ის ტრენინგებმა გვასწავლა ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვა, რომელიცსაშუალებას მომცემს პრობლემაზე დაფუძვნებული  მიდგომები გამოვიყენო  სასწავლო პროცესში, ტექნოლოგიები მოვარგო სწავლა-სწავლების გარემოს... და.... კიდევ უამრავი რამ.
გმადლობთ ,საინტერესო სწავლებისთვის "intel"-ის ორგანიზატორებო!

суббота, 25 октября 2014 г.

მერვე დღე

შევისწავლე ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.ანუ ვისწავლე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესების გასაუმჯობესებლად, ვისწავლე ფასილიტაციის მასალების შექმნა; პორტფოლიოს დახარისხება.... ბლოგზე ავტვირთეთ ახალი საქაღალდე... ანუ  ჩვენი  ნამუშევრები დავალაგეთ საქაღალდეებში.შესწავლილი მასალის საგაკვეთილო პროცესში გამოყენება კი საშუალებას მომცემს ახალი ტექნოლოგიებით დავაინტერესო ჩემი მოსწავლეები , გაკვეთილი მუდამ ახლებურად დავინახო და არა , დაშტამბულ ფორმებში, მიმაჩნია, რომ ეს ტრენინგები აბსოლუტურად ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს, მოსწავლეთა  ახლებური ხედვის ჩამოსაყალიბებლად

воскресенье, 19 октября 2014 г.

მეშვიდე დღე

მოკლედ, დღეს მოსწავლის როლი მოვირგე და წარვადგინე ჩემი პრეზენტაცია... მიღებულ შენიშვნათა გათვალისწინებით დავხვეწ ჩემს ნამუშევარს..  გავიგე , როგორ დავეხმარო მოსწავლეს დამოუკიდებელი უნარ- ჩვევის გამომუშავებაში,; გავეცანი ბლუმისა და გარდნერის მატრიცას და გავაცნობიერე მათი გამოყენების მექანიზმი დიფერენცირებული სწავლების დროს

суббота, 18 октября 2014 г.

მეექვსე დღე

თანდათან  რთულდება "intel"-ის სასწავლო კურსი...თუმცა, სირთულეებს ბევრი საინტერესო პროცესიც ახლავს.....ანუ... დღეს მოსწავლის როლიც მოვირგე და მივხვდი, რომ მოსწავლეობა თურმე არც ისე იოლი ყოფილა....ქალბატონ გვანცასთან ერთად ვიარეთ პრობლემათა  ურთულეს გზებზე... ვისწავლეთ სლაიდებზე "პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზების"გადატანა, ფოტოთი დაკოპირება... ანუ , დღევანდელმა დღემ საშუალება მომცა ,რომ გაკვეთილი უფრო შრომატევადი , ინტელექტუალურად დატვირთული და საინტერესო გავხადო,  მეც და ჩემმა მოსწავლეებმა ერთდროულად ავიმაღლოთ მოტივაცია და გავაძლიერო მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში...

вторник, 14 октября 2014 г.

მეხუთე დღე

დღე დავიწყეთ  "Power Point- ში გაკეთებული სლაიდ შოუს პრეზენტაციით, ანუ კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის დაგეგმვის სწორი გზა,,,არსებული ფაილი ჩავაშენეთ , ბლოგზე, გავეცანი საავტორო უფლებებს , უკუკავშირის ფორმებსა და ინერნეტში მოძიებული ინფორმაციის სანდოობის დადგენის გზებს., რაც ნამდვილად კარგ დახმარებას გამიწევს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებთან საინტერესო მუშაობის წარმართვაში.

воскресенье, 12 октября 2014 г.

დღე მეოთხე

მეოთხე დღეს გავლილი შეფასების დროის სქემა უმნიშვნელოვანეს დახმარებას გამიწევს საგაკვეთილო პროცესში, ანუ ყველა საჭირო წვრილმანიც კი დაზუსტებული, გათვლილი და გარკვეული იქნება.. ფუნქციები ზუსტად გადანაწილდება მოსწავლეთა შორის , რაც საშუალებას მომცემს მონიტორინგი დროულად და შეუფერხებლად ვაწარმოო...

суббота, 11 октября 2014 г.

დღე მესამე

ტრენინგის მესამე დღეს გავეცანი სასწავლო პროექტის შაბლონში 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტ-ინდიკატორების ჩასმას,მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვების დასმასა და ბუკლეტზე მუშაობას;აგრეთვე, დისკზე დოკუმენტის ატვირთვა.